კომპანიის შესახებ

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” პროფესიონალთა გუნდია, რომელიც ბაკურიანის ბაზარზე ინტენსიურად ვითარდება.

საქმიანობა კრისტალმა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო, რასაც მოყვა უძრავი ქონების დეველოპმენტი და მართვა.

ამჟამად კრისტალი თავის მშენებლობებს კომპლექსურად ავითარებს - სასტუმრო კრისტალის და კრისტალ პარკის გარშემო. კომპლექსური განვითარება და ინფრასტრუქტურის კონცენტრაცია (საკუთარი საბაგიროები და სათხილამურო ტრასები, გასართობი და სარეკრიაციო ზონები, სავაჭრო და კვების ობიექტები და სხვა) სასტუმროების, აპარტ ოტელების, ვილების კომპლექსების წარმატებული ფუნქციონირების გარანტიაა, რასაც თავის მხრივ სასტუმრო კრისტალის მრავალწლიანი ეფექტური მართვის გამოცდილებაც უწყობს ხელს.

კრისტალის კომპლექსში ბინის შეძენით თქვენ ხდებით კრისტალის პარტნიორი და კრისტალის წარმატების თანამონაწილე, ხოლო თქვენი ინვესტიცია - თქვენი დამატებითი შემოსავლის წყარო.

კრისტალი ორიენტირებულია ისეთი კომფორტული სერვისების შექმნაზე, რომ თქვენმა შენაძენმა მხოლოდ სიამოვნება მოგიტანოთ. დანარჩენზე კრისტალი იზრუნებს.

მიმდინარე პროექტები

ბოლო სიახლეები