ახალი კაფე კრისტალის საკურორტო ზონაში Cafe SkyLine

პირველ და მეორე საბაგიროს სადგურებს შორის, ზღვის დონიდან 2056 მეტრზე, გაიხსნა და პირველ სტუმრებს მასპინძლობს კაფე "სქაილაინი".

ეს არის კიდევ ერთი გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილება, სადაც ქართული კულინარიული ტრადიციები ერწყმის ევროპულ თანამედროვე გემოებს.

კაფე სქაილაინიდან ბაკურიანის ბუნების უმშვენიერესი ხედები იშლება, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს დამსვენებლებზე და განტვირთვის დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.