Crystal Loft C Block - კრისტალ ჯგუფის მიმდინარე პროექტია, რომელიც კრისტალის საკურორტო ზონაში მდებარეობს.

კომპლექსი 2024 წლის ივნისის ბოლოს ბარდება. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი 79 აპარტამენტით არის დაკომპლექტებული და მათი კვადრატულობა 31 – 75 კვ.მ.-მდეა: სტუდიო, ერთ საძინებლიანი და 2 საძინებლიანი.

აპარტამენტები ბარდება გარემონტებულ და სრულად გაწყობილ მდგომარეობაში ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილით, სასტუმრო და საოჯახო აქსესუარებით.

შენობის შიდა ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმრო მიმღები, ლობი ბარი, სათხილამურო აღჭურვილობის საცავი.

კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე და აპარტამენტების გაქირავებაზე ზრუნავს კრისტალის მენეჯმენტ ჯგუფი.

აპარტამენტების მფლობელებს განსაკუთრებული პირობები აქვთ კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურით სარგებლობისას რომელიც მოიცავს:

  • საბაგიროებს და სათხილამურო ტრასებს;
  • ყინულის საციგურაო მოედანს;
  • რესტორნებს და კაფე-ბარებს;
  • სპა ცენტრებს და აუზებს.

კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვიდეო-რგოლით.

 

სერვისები და ინფრასტრუქტურა