დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” 2009 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში და იკავებს ლიდერის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე.
კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. წარმატებულმა შედეგებმა კი გადაიყვანა განვითარების ახალ ეტაპზე და საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას.
ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში! ასე ჩამოყალიბდა და იქცა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.
საკურორტო ზონა მოიცავს ყველა ტიპის ობიექტს და მომსახურებას, რაც ახასიათებს მაღალი დონის, პრემიუმ დასასვენებელ კომპლექსებს:
700-ზე მეტი აპარტამენტი (პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობები);
4 მაღალი კატეგორიის რესტორანი;
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო;
საერთაშორისო სტანდარტების სასრიალო ტრასები (სადაც უკვე წარმატებულად განხორციელდა ზამთრის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონატები);
საკუთარი საბაგიროების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბაკურიანში არსებულ ყველა სასრიალო ტრასას;
კრისტალ პარკი - ბაკურიანში დამსვენებლებისთვის გამორჩეული რეკრეაციული ლოკაცია.
კრისტალ ჯგუფმა წარმატებულად დაძლია არსებული გამოწვევები და საკუთარ სივრცეში შექმნა წყლის და ელექტრო ენერგიის უწყვეტი უზრუნველყოფის რესურსები,რაც არის მყარი გარანტია ბინების მომავალი მესაკუთრეებისთვის, დაისვენონ და გახდნენ მასპინძლები ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში.
მრავალწლიანი გამოცდილება და ბინის მესაკუთრეების წარმატების ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ კრისტალის საკურორტო ზონაში ჩადებული თითოეული ინვესტიცია გამართლებულია.
კრისტალის საკურორტო ზონაში ბინის შეძენით თქვენ ხდებით ჩვენი პარტნიორი, გამოცდილი და წარმატებული კომპანიის განვითარების თანამონაწილე.