რეგიონის ყველაზე მოთხოვნად საკურორტო ზონაში, კრისტალ ჯგუფი გთავაზობთ მომგებიან შესაძლებლობას ფლობდეთ სრულად აღჭურვილ და კომფორტულ აპარტამენტებს ოთხსეზონიან კურორტზე.

ტყე-პარკისა და სათხილამურო ტრასის გვერდით მდებარე Crystal Wood არის კრისტალის საკურორტო ზონის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების სტაბილურ ნაკადს მთელი წლის განმავლობაში.

პროექტი დასრულებულია და უკვე მასპინძლობს აპარტამენტების მეპატრონეებს და მათ სტუმრებს. 

Crystal Wood-ის მშენებლობაზე გამოყენებულილა მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალები: OTIS-ის წარმოების ლიფტი, REHAU-ს წარმოების კარ-ფანჯარა, სახანძრო უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები და სხვ.

კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმრო რეცეფშენი და ჰოლი, ლობი ბარი, თხილამურების საცავი, ფიტნეს დარბაზი, ფინური საუნა და სამასაჟე კაბინეტი.

ბინები ჩაბარდა გარემონტებულ და სრულად აღჭურვილ მდგომარეობაში: ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილით, საოჯახო და სასტუმრო აქსესუარებით.

ისევე, როგორც კრისტალის ყველა აპარტ-ოტელი, Crystal Wood-საც მართავს კრისტალის მენეჯმენტ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლა-პატრონობას და აპარტამენტების გაქირავებას.

გამოიყენე შესაძლებლობა, რომ გახდე აპარტამენტის მფლობელი კრისტალის საკურორტო ზონაში.

კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვიდეო-რგოლით.

 

სერვისები და ინფრასტრუქტურა

ბინები