fbpx

EYOF BAKURIANI 2025-ს მასპინძელი

“კრისტალის” საკურორტო ზონამ ბაკურიანში EYOF BAKURIANI 2025-ს უმასპინძლა. ფესტივალი 6 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. “კრისტალის” ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ და თანამედროვე ინფრასტრუქტურამ ჯამში 45 ქვეყნის 1000-ზე მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლა, რაც საქართველოსთვის ზამთრის სპორტის საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოთხ წელიწადში ორჯერ – ზაფხულსა და ზამთარში – იმართება და ევროპის ყველაზე […]

ახალი, მესამე საბაგირო ხაზი

კრისტალის საკურორტო ზონა 2025 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით შეხვდა დამსვენებლებს – გაიხსნა რიგით მესამე საბაგირო ხაზი. პროექტი მიზნად ისახავს საკურორტო ზონის კიდევ უფრო განვითარებას და დამსვენებლებისთვის კომფორტის გაზრდას. ახალი საბაგირო ხაზი უზრუნველყოფს სწრაფ და მოსახერხებელ გადაადგილებას საკურორტო ზონის მნიშვნელოვან ადგილებს შორის. ახალი საბაგირო ხაზი, რომელიც ავსტრიული Doppelmayr-ის თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, 500 მეტრის სიგრძისაა […]

კრისტალ ტობოგანი

15 აგვისტოს, კრისტალის საკურორტო ზონაში, ზღვის დონიდან 2369 მეტრზე, ახალი ატრაქციონი – ტობოგანი გაიხსნა! ტობოგანი (ანუ მთის ციგა), რომელიც 1500 მეტრი სიგრძისაა და სპეციალურად შექმნილ მარშრუტზე მოძრაობს. იგი დამსვენებლებს გარდა ექსტემალური შეგრძნებებისა საშუალებას აძლევს დატკბნენ ბაკურიანის ულამაზესი პანორამული პეიზაჟებით, რაც ამ გამოცდილებას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. ტობოგანი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურის თავზე ზღვის დონიდან […]

საბაგიროს მეორე ხაზის გახსნა

საბაგირო კრისტალი

წელსაც კრისტალ ჯგუფმა ტრადიციულად ბევრი სიახლით გაახარა თავისი დამსვენებლები. ოფიციალურად გაიხსნა კრისტალის საბაგიროს მეორე ხაზი, რომელიც პირველი საბაგიროს ზედა სადგურიდან იწყება და 2302 მეტრ სიმაღლეზე აჰყავს მოთხილამურეები. ასევე კრისტალ ჯგუფის მიერ განახლდა ტატრაპომას სათხილამურო ტრასა. დაგრძელდა და დაკავშირდა კრისტალისა და მიტარბის საბაგიროები, რისი საშუალებითაც მარტივად მოხვდებით როგორც კოხტაზე, ისე ტატრასა და მიტარბის სასრიალო ტრასებზე. სწორედ […]

ახალი კაფე კრისტალის საკურორტო ზონაში Cafe SkyLine

პირველ და მეორე საბაგიროს სადგურებს შორის, ზღვის დონიდან 2056 მეტრზე, გაიხსნა და პირველ სტუმრებს მასპინძლობს კაფე “სქაილაინი”. ეს არის კიდევ ერთი გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილება, სადაც ქართული კულინარიული ტრადიციები ერწყმის ევროპულ თანამედროვე გემოებს. კაფე სქაილაინიდან ბაკურიანის ბუნების უმშვენიერესი ხედები იშლება, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს დამსვენებლებზე და განტვირთვის დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

ხელოვნური გათოვლიანების სისტემა კრისტალის ტრასებზე

კრისტალის საკურორტო ზონის სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კმ-ს აღემატება. აქ არის სხვადასხვა სირთულის ტრასები, როგორც პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის, ასევე დამწყებთათვის. პირველი – გონდოლებიანი საბაგირო ხაზი ზღვის დონიდან 2056 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ, მეორე – სავარძლებიანი საბაგიროს ზედა სადგური კი 2302 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვისთვის „კრისტალ ჯგუფმა“  5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. დაგეგმეთ დასვენების […]

შეგვეხმიანეთ

Ge En