წელსაც კრისტალ ჯგუფმა ტრადიციულად ბევრი სიახლით გაახარა თავისი დამსვენებლები.
ოფიციალურად გაიხსნა კრისტალის საბაგიროს მეორე ხაზი, რომელიც პირველი საბაგიროს ზედა სადგურიდან იწყება და 2302 მეტრ სიმაღლეზე აჰყავს მოთხილამურეები.
ასევე კრისტალ ჯგუფის მიერ განახლდა ტატრაპომას სათხილამურო ტრასა. დაგრძელდა და დაკავშირდა კრისტალისა და მიტარბის საბაგიროები, რისი საშუალებითაც მარტივად მოხვდებით როგორც კოხტაზე, ისე ტატრასა და მიტარბის სასრიალო ტრასებზე.
სწორედ ეს იყო კრისტალის საბაგიროების ძირითადი როლი და მიზანი – გამხდარიყო ბაკურიანის ყველა საბაგიროს დამაკავშირებელი ხიდი.
ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დასვენების მსურველს შეუძლია ერთ სივრცეში, ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა მისთვის სასურველი მომსახურება და აქტივობა, ისრიალოს სადაც უნდა სეზონზე საცობების დისკომფორტის გარეშე.