კრისტალის საკურორტო ზონის სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კმ-ს აღემატება. აქ არის სხვადასხვა სირთულის ტრასები, როგორც პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის, ასევე დამწყებთათვის.
პირველი – გონდოლებიანი საბაგირო ხაზი ზღვის დონიდან 2056 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ, მეორე – სავარძლებიანი საბაგიროს ზედა სადგური კი 2302 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვისთვის „კრისტალ ჯგუფმა“ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დაგეგმეთ დასვენების დღეები თავისუფლად. აღარ იფიქროთ უთოვლობაზე და მთელი სეზონის მანძილზე, ისრიალეთ და ისიამოვნეთ კრისტალის საუკეთესო თოვლის საფარის მქონე სათხილამურო ტრასებზე.