Crystal Park - კრისტალის ახალი სარეკრეაციო სივრცე

კრისტალის  საკურორტო ზონაში, ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.

კომპლექსის  სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ საფეხმავლო განათებული ბილიკები, სარეკრიაციო სივრცეები, სპორტული მოედანი. 

კრისტალ  პარკში ჩვენს დამსვენებლებს აქვთ საშუალება ისარგებლონ გონდოლებიანი საბაგიროთი და 2500 მეტრიანი სათხილამურო ტრასით, როგორც დღისით ასევე ღამით სრიალის შესაძლებლობით.

პატარებისთვის მოწყობილია ბუგელიანი საბაგირო  და მარტივი ტრასა დამწყები მოთხილამურეებისათვის, სნოუ ტუბინგი და საციგაო ტრასა.

კრისტალ პარკი წელიწადის ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომია და თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელი მიმზიდველობით გამოირჩევა.