კრისტალის საბაგიროს ახალი, მე-2 ხაზი დაემატა

კრისტალ ჯგუფი არ ღალატობს ტრადიციას, ყოველ სეზონს შეხვდეს ახალი ინფრასტრუქტურული სიახლით და მიღწევით. არც 2023-2024 წლების ზამთრის სეზონია გამონაკლისი. კრისტალის საკურორტო ზონას დაემატა საბაგიროს მეორე ხაზი.

პირველი საბაგირო ხაზის მშენებლობა კომპანიამ 2019 წელს დაიწყო. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული დამსვენებლის კომფორტი და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ უპირატესობა მიენიჭა ხარისხს. კრისტალის საკურორტო ზონაში 2020 წელს ჩაირთო საერთაშორისო ავტორიტეტის, ავსტრიული ბრენდის doppelmayr-ის გონდოლების ტიპის საბაგირო. მოქმედ საბაგიროს 2400 ადამიანის გამტარიანობა აქვს სააათში და დღემდე უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. კრისტალ ჯგუფის მიზანი იყო, რომ გაერთიანებულიყო ბაკურიანში არსებული ყველა სასრიალო ტრასა, რაც საკმაოდ ამბიციური განაცხადიც იყო. თუმცა კომპანიამ ეს შეძლო და დღეს უკვე შესაძლებელია მეორე საბაგიროს წყალობით დამსვენებლები კრისტალის საკურორტო ზონიდან გადავიდნენ კოხტა-მიტარბში, ხოლო შემდეგი წლიდან უკვე შეუერთდება დიდველი.

ახალი საბაგირო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, მისი გამტარუნარიანობა კი 1800 ადამიანია საათში. აღნიშნული საბაგიროც ავსტრიული doppelmayr-ის წარმოების არის. საბაგიროების არსებობა არა მხოლოდ ქმნის კომფორტს დამსვენებლებისთვის, არამედ აგვარებს კიდეც აქტიურ სეზონზე ტრანსპორტით გადაადგილებისას წარმოქმნილ საცობებს. უმარტივებს დამსვენებლებს ბაკურიანში გადაადგილებას.