Crystal Loft C Block

მთავარი > პროექტები > Crystal Loft C Block

Crystal Loft C Block – კრისტალ ჯგუფის მიმდინარე პროექტია, რომელიც კრისტალის საკურორტო ზონაში მდებარეობს.

კომპლექსი 2024 წლის ივნისის ბოლოს ბარდება. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი 79 აპარტამენტით არის დაკომპლექტებული და მათი კვადრატულობა 31 – 75 კვ.მ.-მდეა: სტუდიო, ერთ საძინებლიანი და 2 საძინებლიანი.

აპარტამენტები ბარდება გარემონტებულ და სრულად გაწყობილ მდგომარეობაში ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილით, სასტუმრო და საოჯახო აქსესუარებით.

შენობის შიდა ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმრო მიმღები, ლობი ბარი, სათხილამურო აღჭურვილობის საცავი.

კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე და აპარტამენტების გაქირავებაზე ზრუნავს კრისტალის მენეჯმენტ ჯგუფი.

აპარტამენტების მფლობელებს განსაკუთრებული პირობები აქვთ კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურით სარგებლობისას რომელიც მოიცავს:

  • საბაგიროებს და სათხილამურო ტრასებს;
  • ყინულის საციგურაო მოედანს;
  • რესტორნებს და კაფე-ბარებს;
  • სპა ცენტრებს და აუზებს.

საერთო ფართების სპეციფიკაცია:

  1. კარ-ფანჯარა – მეტალო-პლასტმასი, ორმაგი მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
  2. აივნის იატაკი – მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით.
  3. აივნის მოაჯირები – დამზადებულია ფოლადისა და ნაწრთობი მინისგან
  4. შენობის გარე კედლები – დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
  5. ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
  6. ლიფტები – შენობაში დამონტაჟებულია OTIS-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტები 24 სთ-იანი მომსახურებით
  7. შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  8. მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა
  9. ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო – 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
  10. კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.

ინტერიერი და შიდა მოწყობა:

  • ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკით და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
  • ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
  • ჭერის სიმაღლე – 285 სმ
  • გათბობის სისტემა – სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი სააბაზანო ოთახში.
  • კომბინირებული ქვაბი – ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
  • იატაკი – 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
  • სველი წერტილი – მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
  • სანტექნიკა – მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი
  • ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები 
  • სამზარეულო – სამზარეულოს ავეჯი ჩამონტაჟებული ტექნიკით
  • საძინებლის ავეჯი – 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
  • მისაღები ოთახის ავეჯი – რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა,  ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
  • საოჯახო ტექნიკა – ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
  • ტექსტილი – დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
  • აბაზანის აქსესუარები – პირსახოცების თარო, პირსახოცების საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
  • სხვა აქსესუარები – უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, ჭურჭელი
გაყიდული ბინები 72 %

6

სართულების რაოდენობა

79

ბინა

შეგვეხმიანეთ

Ge En