კრისტალ ტობოგანი
15 აგვისტოს, კრისტალის საკურორტო ზონაში, ზღვის დონიდან 2369 მეტრზე, ახალი ატრაქციონი - ტობოგანი გაიხსნა!
ტობოგანი (ანუ მთის ციგა), რომელიც 1500 მეტრი სიგრძისაა და სპეციალურად შექმნილ მარშრუტზე მოძრაობს. იგი დამსვენებლებს გარდა ექსტემალური შეგრძნებებისა საშუალებას აძლევს დატკბნენ ბაკურიანის ულამაზესი პანორამული პეიზაჟებით, რაც ამ გამოცდილებას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.
ტობოგანი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურის თავზე ზღვის დონიდან 2369 მეტრ სიმაღლეზე.
მიუხედავად ტობოგანის სისწრაფისა და ექსტრემალური ბუნებისა, ის სრულად უსაფრთხოა. ყოველი ციგა აღჭურვილია სისწრაფის მართვის მექანიზმით, რაც მგზავრს შესაძლებლობას აძლევს, აკონტროლოს მოძრაობის ტემპი. დამატებით, თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს, რაც დამსვენებლებს მშვიდი და დაცული გარემოს შეგრძნებას უქმნის.
თუ თქვენ ეძებთ ოჯახური გართობის ახალ ვარიანტს, ან გინდათ უბრალოდ საკუთარ თავზე გამოსცადოთ თავგადასავალი — კრისტალის ტობოგანი ბაკურიანში სწორედ თქვენთვისაა.