Crystal Resort A&B block

მთავარი > პროექტები > კრისტალ პარკ ჰოტელი

კრისტალ რეზორტი სასტუმრო ტიპის დასრულებული პროექტია. მოქმედი სასტუმროა, რომელიც ტურისტებს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს.

სულ შენობა 4 სართულიანია.  აღჭურვილია  OTIS-ის წარმოების ლიფტებით,  REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით ენერგოეფექტური მინა-პაკეტით, სასტუმრო მიმღებით,  სათხილამურო აღჭურვილობის საცავით, სამეთვალყურეო ვიდეო სისტემით და ა.შ.

კრისტალის საკურორტო ზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია Crystal Park.

პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • საბაგიროები და სასრიალო ტრასები
  • ყინულის მოედანი
  • სპა ცენტრები აუზებით, საუნებით, ფიტნესებით და ა.შ.
  • კაფე-რესტორნები
  • პარკს აკრავს ტყე – საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნით, მოსასვენებელი ადგილებით

კომპლექსი დასრულებულია. ბინის შეძენა შეგიძლიათ გარემონტებულ და სრულად გაწყობილ მდგომარეობაში: ავეჯით, ტექნიკით, აქსესუარებით.

 

კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო-რგოლით.

საერთო ფართების სპეციფიკაცია:

  • კარფანჯარა – გერმანული REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის სამ-სექციანი პროფილებით, ორმაგი დაბალ ემისიური (ენერგო ეფექტური) მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
  • აივნის იატაკი – მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით
  • აივნის მოაჯირები – დამზადებულია ფოლადის და ნაწრთობი მინისგან
  • შენობის გარე კედლები – დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
  • ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
  • ლიფტები – შენობაში დამონტაჟებულია OTIS-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტები 24 სთ-იანი მომსახურებით
  • შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
  • ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო – 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
  • კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.

კომპლექსის მოვლაპატრონობის და ტექნიკურავარიული სერვისების ჩამონათვალი:

  • შენობის საერთო ფართების (შესასვლელები, ფოიე, ლიფტები, დერეფნები და ა.შ.) მოვლა-დასუთავება, გათბობა-განათება
  • შენობის ლიფტების და ყველა სხვა საინჟინრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და 24/7 ავარიული სამსახური
  • აპარტამენტების ტექნიკურ-ავარიული მომსახურება 24/7
  • ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა და დასუფთავება
  • ნარგავების მოვლა
  • კონსიერჟ-მომსახურება 24/7

აპარტამენტების მართვა:

აპარტამენტების გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს სასტუმრო კრისტალის მმართველი ჯგუფი. მომსახურებაში შედის:

  • ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება
  • სტუმრების მიღება-განთავსება, ადმინისტრატორის მომსახურება
  • ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება კრისტალის სტანდარტების მიხედვით
  • კრისტალის ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა
  • სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება
  • ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკის და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან)

პროექტი დასრულებულია და ფუნქციონირებს, როგორც სასტუმრო. ყველა ბინა გარემონტებულია და სრულად აღჭურვილია:

  • ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკით და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
  • ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
  • ჭერის სიმაღლე – 285 სმ
  • გათბობის სისტემა – სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი აბაზანაში
  • კომბინირებული ქვაბი – ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
  • იატაკი – 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
  • სველი წერტილი – მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
  • სანტექნიკა – მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი
  • ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები 
  • სამზარეულო – სამზარეულოს ავეჯი ჩამონტაჟებული ტექნიკით
  • საძინებლის ავეჯი – 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
  • მისაღები ოთახის ავეჯი – რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა,  ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
  • საოჯახო ტექნიკა – ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
  • ტექსტილი – დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
  • აბაზანის აქსესუარები – პირსახოცების თარო, პირსახოცების საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
  • სხვა აქსესუარები – უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, ჭურჭელი
 
 
გაყიდული ბინები 65 %

6

სართულების რაოდენობა

56

ბინა

შეგვეხმიანეთ

Ge En