Crystal Residence

მთავარი > პროექტები > კრისტალ პარკ ჰოტელი

კრისტალ ჯგუფის პროექტი Crystal Residence – პრემიუმ კლასის Ski-In, Ski-Out სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც  ბაკურიანში დიდველზე, კრისტალის საკურორტო ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

სულ შენობა 5-6 სართულიანია.  აღჭურვილია  MITSUBISHI-ის წარმოების ლიფტებით,  REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით ენერგოეფექტური მინა-პაკეტით, სასტუმრო მიმღებით,  სათხილამურო აღჭურვილობის საცავით, სამეთვალყურეო ვიდეო სისტემით და ა.შ.
ინფრასტრუქტურა:

  • სპა ცენტრი და ფიტნესი;
  • საცურაო აუზი და ფინური საუნა;
  • კაფე-რესტორანი და ლობი-ბარი.

კრისტალის საკურორტო ზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია Crystal Park.

პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • საბაგიროები და სასრიალო ტრასები
  • ყინულის მოედანი
  • სპა ცენტრები აუზებით, საუნებით, ფიტნესებით და ა.შ.
  • კაფე-რესტორნები
  • პარკს აკრავს ტყე – საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნით, მოსასვენებელი ადგილებით

კომპლექსი დასრულებულია. ბინის შეძენა შეგიძლიათ გარემონტებულ და სრულად გაწყობილ მდგომარეობაში: ავეჯით, ტექნიკით, აქსესუარებით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო-რგოლში.

გადმოტვირთე კატალოგი

საერთო ფართების სპეციფიკაცია:

  • კარ-ფანჯარა – გერმანული REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის სამ-სექციანი პროფილებით, ორმაგი დაბალ ემისიური (ენერგო ეფექტური) მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
  • აივნის იატაკი – მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით
  • აივნის მოაჯირები – დამზადებულია ფოლადის და ნაწრთობი მინისგან
  • შენობის გარე კედლები – დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
  • ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
  • ლიფტები – შენობაში დამონტაჟებულია MITSUBISHI-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტები 24 სთ-იანი მომსახურებით
  • შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
  • ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო – 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
  • კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.

კომპლექსის მოვლა-პატრონობის და ტექნიკურ-ავარიული სერვისების ჩამონათვალი:

  • შენობის საერთო ფართების (შესასვლელები, ფოიე, ლიფტები, დერეფნები და ა.შ.) მოვლა-დასუთავება, გათბობა-განათება
  • შენობის ლიფტების და ყველა სხვა საინჟინრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და 24/7 ავარიული სამსახური
  • აპარტამენტების ტექნიკურ-ავარიული მომსახურება 24/7
  • ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა და დასუფთავება
  • ნარგავების მოვლა
  • კონსიერჟ-მომსახურება 24/7

აპარტამენტების მართვა:

აპარტამენტების გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს სასტუმრო კრისტალის მმართველი ჯგუფი. მომსახურებაში შედის:

  • ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება
  • სტუმრების მიღება-განთავსება, ადმინისტრატორის მომსახურება
  • ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება კრისტალის სტანდარტების მიხედვით
  • კრისტალის ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა
  • სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება
  • ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკის და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან)

გარემონტებული ბინის შეძენისას აპარტამენტში დაგხვდებათ:

  • იატაკი – მოჭიმული და გამზადებული პარკეტის დასაგებად
  • სანტექნიკა – მილები დამონტაჟებულია და მიყვანილია საბოლოო მოხმარების წერტილამდე
  • ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკის და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
  • ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
  • შიდა ტიხრები – ეწყობა მომხმარებლის ინდივიდუალური გეგმარების მიხედვით
  • ჭერის სიმაღლე – 285 სმ
  • კომუნიკაციები – ბინა მთლიანად დაქსელილი (ელექტრობა, ტელევიზია, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი)
  • გათბობის სისტემა – სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი აბაზანაში
  • კომბინირებული ქვაბი – ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
  • იატაკი – 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
  • სველი წერტილი – მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
  • სანტექნიკა – მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი დამონტაჟებული
  • ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები დამონტაჟებული
  • ელექტრობა – ჭაღები და სანათი მოწყობილობები დამონტაჟებული ოთახებში, სააბაზანოში და აივნებზე. შტეფსელები და ჩამრთველები ჩაყენებული
  • კოსმეტიკური რემონტი – ჭერები და კედლები მოპირკეთებული
  • სამზარეულო – სამზარეულოს ავეჯი ჩაშენებული

სრულად გაწყობილ ბინებში დამატებით დაგხვდებათ:

  • საძინებლის ავეჯი – 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
  • მისაღები ოთახის ავეჯი – რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა,  ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
  • საოჯახო ტექნიკა – ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
  • ტექსტილი – დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
  • აბაზანის აქსესუარები – პირსახოცების თარო, პირსახოცების საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
  • სხვა აქსესუარები – უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, ჭურჭელი
 
გაყიდული ბინები 65 %

6

სართულების რაოდენობა

56

ბინა

შეგვეხმიანეთ

Ge En