კრისტალ პარკ ჰოტელი

მთავარი > პროექტები > კრისტალ პარკ ჰოტელი

კრისტალ ჯგუფის პროექტი “პარკ ჰოტელი” პრემიუმ კლასის სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ბაკურიანში, კრისტალის საკურორტო ზონაში, უშუალოდ კრისტალ პარკის მიმდებარედ შენდება.

კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში სრულდება. ხოლო გარემონტებული და ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და ყველა სასტუმრო აქსესუარით გაწყობილი აპარტამენტები 2026 წლის ივნისის თვეში ბარდება. სულ პროექტი 5 სართულიანია. დაინტერესების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ 25-დან 66 კვ.მ.-მდე  სტუდიო, ერთ საძინებლიანი და ორ საძინებლიანი ტიპის ბინები.

შენობა აღჭურვილია OTIS-ის წარმოების ლიფტებით, ალუმინის კარ-ფანჯრით, სასტუმრო რესეფშენით, სამეთვალყურეო ვიდეო სისტემითა და ა.შ.

კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა:

  • სპა ცენტრი საცურაო აუზით და ფინური საუნით;
  • სატრენაჟორო დარბაზი;
  • რესტორანი და ლობი.

აპარტამენტების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 10-20%-იანი ფასდაკლებით კრისტალის საკურორტო ზონის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს:

  • საბაგიროებსა და სათხილამურო ტრასებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემით, რომელთა საერთო სიგრძე 8 კმ-ს აღემატება და დაკავშირებულია კოხტა-მიტარბის საბაგიროსთან;
  • სპა ცენტრებს აუზებით, საუნებით, ფიტნეს დარბაზებით, თურქული ჰამამით, ორთქლის საუნით და სხეულის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურებით;
  • ყინულის მოედანს;
  • კაფე-რესტორნებს;
  • საბავშვო ატრაქციონებს.

ტერიტორიას აკრავს ტყე-პარკი საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნითა და მოსასვენებელი ზონებით.

კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე და აპარტამენტების გაქირავებაზე ზრუნავს კრისტალ ჯგუფი.

გადმოწერე კატალოგი

საერთო ფართების სპეციფიკაცია:

  • კარ-ფანჯარა – ალუმინის, ორმაგი მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
  • აივნის იატაკი – მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით.
  • აივნის მოაჯირები – დამზადებულია ფოლადისა და ნაწრთობი მინისგან
  • შენობის გარე კედლები – დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
  • ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
  • ლიფტები – შენობაში დამონტაჟებულია OTIS-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტები 24 სთ-იანი მომსახურებით
  • შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა
  • ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო – 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
  • კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.

ინტერიერი და შიდა მოწყობა:

  • ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკით და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
  • ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
  • ჭერის სიმაღლე – 285 სმ
  • გათბობის სისტემა – სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი სააბაზანო ოთახში.
  • კომბინირებული ქვაბი – ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
  • იატაკი – 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
  • სველი წერტილი – მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
  • სანტექნიკა – მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი
  • ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები 
  • სამზარეულო – სამზარეულოს ავეჯი ჩამონტაჟებული ტექნიკით
  • საძინებლის ავეჯი – 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
  • მისაღები ოთახის ავეჯი – რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა,  ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
  • საოჯახო ტექნიკა – ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
  • ტექსტილი – დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
  • აბაზანის აქსესუარები – პირსახოცების თარო, პირსახოცების საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
  • სხვა აქსესუარები – უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, ჭურჭელი
გაყიდული ბინები 65 %

6

სართულების რაოდენობა

56

ბინა

შეგვეხმიანეთ

Ge En