Crystal Loft B block

მთავარი > პროექტები > კრისტალ პარკ ჰოტელი

კრისტალ ლოფტი – კრისტალ ჯგუფის თანამედროვე დიზაინისა და კონცეფციის მქონე პროექტია, რომელიც ბაკურიანში, კრისტალის საკურორტო ზონაში მდებარეობს.

როგორც კრისტალის სხვა პროექტები, კრისტალ ლოფტშიც მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალები გამოიყენება: OTIS-ის წარმოების ლიფტით, REHAU-ს წარმოების კარ-ფანჯრით, სახანძრო უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით და სხვ.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სკი დეპო და სასტუმროს მიმღები.

პროექტი 2021 წლის ივნისში ჩაბარდა სრულად გაწყობილი აპარტამენტებით.

კრისტალ ლოფტის მობინადრეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ განსაკუთრებული ტარიფით კრისტალ პარკის ტერიტორიაზე, სადაც გათვალისწინებულია:

  • საბაგიროები და სათხილამურო ტრასები
  • ყინულის მოედანი, სნოუ ტუბინგი
  • კაფე-რესტორნები
  • პარკს აკრავს ტყე – საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნით, მოსასვენებელი ადგილებით

კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო-რგოლით.

გადმოტვირთე კატალოგი

საერთო ფართების სპეციფიკაცია:

  • კარფანჯარა – გერმანული REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის სამ-სექციანი პროფილებით, ორმაგი დაბალ ემისიური (ენერგო ეფექტური) მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
  • აივნის იატაკი – მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით
  • აივნის მოაჯირები – დამზადებულია ფოლადის და ნაწრთობი მინისგან
  • შენობის გარე კედლები – დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
  • ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
  • ლიფტი – შენობაში დამონტაჟებულია OTIS-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტი 24 სთ-იანი ტექნიკური მომსახურებით
  • შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
  • ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო – 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
  • კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.

კომპლექსის მოვლაპატრონობის და ტექნიკურავარიული სერვისების ჩამონათვალი:

  • შენობის საერთო ფართების (შესასვლელები, ფოიე, ლიფტები, დერეფნები და ა.შ.) მოვლა-დასუთავება, გათბობა-განათება
  • შენობის ლიფტების და ყველა სხვა საინჟინრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და 24/7 ავარიული სამსახური
  • აპარტამენტების ტექნიკურ-ავარიული მომსახურება 24/7
  • ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა და დასუფთავება
  • ნარგავების მოვლა
  • კონსიერჟ-მომსახურება 24/7

აპარტამენტების მართვა:

აპარტამენტების გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს სასტუმრო კრისტალის მმართველი ჯგუფი. მომსახურებაში შედის:

  • ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება
  • სტუმრების მიღება-განთავსება, ადმინისტრატორის მომსახურება
  • ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება კრისტალის სტანდარტების მიხედვით
  • კრისტალის ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა
  • სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება
  • ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკის და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან)

აპარტამენტის რემონტში შედის:

  • იატაკი – მოჭიმული და გამზადებული პარკეტის დასაგებად
  • სანტექნიკა – მილები დამონტაჟებულია და მიყვანილია საბოლოო მოხმარების წერტილამდე
  • ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკის და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
  • ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
  • შიდა ტიხრები – ეწყობა მომხმარებლის ინდივიდუალური გეგმარების მიხედვით
  • ჭერის სიმაღლე – 285 სმ
  • კომუნიკაციები – ბინა მთლიანად დაქსელილი (ელექტრობა, ტელევიზია, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი)
  • გათბობის სისტემა – სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი აბაზანაში
  • კომბინირებული ქვაბი – ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
  • იატაკი – 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
  • სველი წერტილი – მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
  • სანტექნიკა – მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი დამონტაჟებული
  • ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები დამონტაჟებული
  • ელექტრობა – ჭაღები და სანათი მოწყობილობები დამონტაჟებული ოთახებში, სააბაზანოში და აივნებზე. შტეფსელები და ჩამრთველები ჩაყენებული
  • კოსმეტიკური რემონტი – ჭერები და კედლები მოპირკეთებული
  • სამზარეულო – სამზარეულოს ავეჯი ჩაშენებული

აპარტამენტის გაწყობაში შედის:

  • საძინებლის ავეჯი – 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
  • მისაღები ოთახის ავეჯი – რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა,  ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
  • საოჯახო ტექნიკა – ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
  • ტექსტილი – დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
  • აბაზანის აქსესუარები – პირსახოცების თარო, პირსახოცების თარო და საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
  • სხვა აქსესუარები – უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, კერამიკის და მინის ჭურჭელი
გაყიდული ბინები 65 %

6

სართულების რაოდენობა

56

ბინა

შეგვეხმიანეთ

Ge En