fbpx

EYOF BAKURIANI 2025-ს მასპინძელი

მთავარი სიახლეები და ბლოგი  EYOF BAKURIANI 2025-ს მასპინძელი

“კრისტალის” საკურორტო ზონამ ბაკურიანში EYOF BAKURIANI 2025-ს უმასპინძლა. ფესტივალი 6 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. “კრისტალის” ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ და თანამედროვე ინფრასტრუქტურამ ჯამში 45 ქვეყნის 1000-ზე მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლა, რაც საქართველოსთვის ზამთრის სპორტის საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოთხ წელიწადში ორჯერ – ზაფხულსა და ზამთარში – იმართება და ევროპის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა ახალგაზრდებისთვის. 2025 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ზამთრის EYOF-ს, რომელიც სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართა. თუმცა ფესტივალის ძირითადი ღონისძიებები ბაკურიანში ჩატარდა, სადაც 1000-ზე მეტი სპორტსმენი ერთმანეთს ზამთრის სხვადასხვა სპორტში ეჯიბრებოდა.

Crystal Hotel & SPA და “კრისტალის” საკურორტო ზონა EYOF 2025-ს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. როგორც ცნობილია, კომპლექსი მოიცავს:

170 კომფორტულ ნომერს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, 700-ზე მეტ პრემიუმ კლასის აპარტამენტს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს.

სწორედ ამ მაღალი სტანდარტების გამო, კრისტალის საკურორტო ზონა ოლიმპიური სოფლის ოფიციალურ მასპინძლად იქცა, სადაც სპორტსმენებმა 6-19 თებერვლის განმავლობაში იცხოვრეს, ივარჯიშეს და დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობით ისარგებლეს.

EYOF Bakuriani 2025-ის მასპინძლობისთვის მზადება “კრისტალის” გუნდმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. დეტალურად დაგეგმილი საორგანიზაციო და ლოჯისტიკური პროცესების შედეგად შესაძლებელი გახდა 1000-ზე მეტი სპორტსმენის სათანადოდ მიღება, განთავსება და კვების უზრუნველყოფა.

მსგავსი სიახლეები

შეგვეხმიანეთ

Ge En