საერთო ფართების სპეციფიკაცია:

  • კარ-ფანჯარა - გერმანული REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის სამ-სექციანი პროფილებით, ორმაგი დაბალ ემისიური (ენერგო ეფექტური) მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
  • აივნის იატაკი - მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით
  • აივნის მოაჯირები - დამზადებულია ფოლადის და ნაწრთობი მინისგან
  • შენობის გარე კედლები - დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
  • ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
  • ლიფტები - შენობაში დამონტაჟებულია MITSUBISHI-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტები 24 სთ-იანი მომსახურებით
  • შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
  • მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
  • ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო - 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
  • კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.

კომპლექსის მოვლა-პატრონობის და ტექნიკურ-ავარიული სერვისების ჩამონათვალი:

  • შენობის საერთო ფართების (შესასვლელები, ფოიე, ლიფტები, დერეფნები და ა.შ.) მოვლა-დასუთავება, გათბობა-განათება
  • შენობის ლიფტების და ყველა სხვა საინჟინრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და 24/7 ავარიული სამსახური
  • აპარტამენტების ტექნიკურ-ავარიული მომსახურება 24/7
  • ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა და დასუფთავება
  • ნარგავების მოვლა
  • კონსიერჟ-მომსახურება 24/7

აპარტამენტების მართვა:

აპარტამენტების გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს სასტუმრო კრისტალის მმართველი ჯგუფი. მომსახურებაში შედის:

  • ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება
  • სტუმრების მიღება-განთავსება, ადმინისტრატორის მომსახურება
  • ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება კრისტალის სტანდარტების მიხედვით
  • კრისტალის ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა
  • სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება
  • ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკის და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან)

გარემონტებული ბინის შეძენისას აპარტამენტში დაგხვდებათ:

  • იატაკი - მოჭიმული და გამზადებული პარკეტის დასაგებად
  • სანტექნიკა - მილები დამონტაჟებულია და მიყვანილია საბოლოო მოხმარების წერტილამდე
  • ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკის და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
  • ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
  • შიდა ტიხრები - ეწყობა მომხმარებლის ინდივიდუალური გეგმარების მიხედვით
  • ჭერის სიმაღლე - 285 სმ
  • კომუნიკაციები - ბინა მთლიანად დაქსელილი (ელექტრობა, ტელევიზია, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი)
  • გათბობის სისტემა - სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი აბაზანაში
  • კომბინირებული ქვაბი - ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
  • იატაკი - 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
  • სველი წერტილი - მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
  • სანტექნიკა - მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი დამონტაჟებული
  • ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები დამონტაჟებული
  • ელექტრობა - ჭაღები და სანათი მოწყობილობები დამონტაჟებული ოთახებში, სააბაზანოში და აივნებზე. შტეფსელები და ჩამრთველები ჩაყენებული
  • კოსმეტიკური რემონტი - ჭერები და კედლები მოპირკეთებული
  • სამზარეულო - სამზარეულოს ავეჯი ჩაშენებული

სრულად გაწყობილ ბინებში დამატებით დაგხვდებათ:

  • საძინებლის ავეჯი - 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
  • მისაღები ოთახის ავეჯი - რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა,  ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
  • საოჯახო ტექნიკა - ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
  • ტექსტილი - დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
  • აბაზანის აქსესუარები - პირსახოცების თარო, პირსახოცების საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
  • სხვა აქსესუარები - უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, ჭურჭელი