საერთო ფართების სპეციფიკაცია:
- კარ-ფანჯარა - გერმანული REHAU-ს წარმოების მეტალო-პლასტმასის სამ-სექციანი პროფილებით, ორმაგი დაბალ ემისიური (ენერგო ეფექტური) მინა-პაკეტებით და გაღება-გადმოღების ფუნქციით
- აივნის იატაკი - მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ყინვაგამძლე კერამო-გრანიტის ფილებით
- აივნის მოაჯირები - დამზადებულია ფოლადის და ნაწრთობი მინისგან
- შენობის გარე კედლები - დათბუნებულია თერმოიზოლირებული XPS-ით და თერმოლესვით
- ყველა ბინაში დამონტაჟებულია შესასვლელი MDF-ის კარი ციფრული გასაღებით და ელექტროენერგიის ციფრული მართვის სისტემით
- ლიფტი - შენობაში დამონტაჟებულია OTIS-ის წარმოების უჟანგავი ფოლადის ცეცხლგამძლე 8 პერსონიანი ლიფტი 24 სთ-იანი ტექნიკური მომსახურებით
- შენობა დაპროექტებული და აშენებულია სახანძრო უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმების გათვალისწინებით. დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
- მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების დასაცავად ტერიტორიის პერიმეტრზე და საერთო მოხმარების ფართებში დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
- ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია ალტერნეტიული დენის წყარო - 200 კვ-იანი ავტონომიური გენერატორი
- კომპლექსი მარაგდება ბაკურიანის ლიცენზირებული წყაროდან. ავარიული შემთხვევებისთვის წყლის მარაგებისთვის დამონტაჟებულია 50 ტონიანი გამდინარე რეზერვუარები.
კომპლექსის მოვლა-პატრონობის და ტექნიკურ-ავარიული სერვისების ჩამონათვალი:
- შენობის საერთო ფართების (შესასვლელები, ფოიე, ლიფტები, დერეფნები და ა.შ.) მოვლა-დასუთავება, გათბობა-განათება
- შენობის ლიფტების და ყველა სხვა საინჟინრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და 24/7 ავარიული სამსახური
- აპარტამენტების ტექნიკურ-ავარიული მომსახურება 24/7
- ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა და დასუფთავება
- ნარგავების მოვლა
- კონსიერჟ-მომსახურება 24/7
აპარტამენტების მართვა:
აპარტამენტების გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს სასტუმრო კრისტალის მმართველი ჯგუფი. მომსახურებაში შედის:
- ობიექტის პოპულარიზაცია და რეკლამირება
- სტუმრების მიღება-განთავსება, ადმინისტრატორის მომსახურება
- ოთახების ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება კრისტალის სტანდარტების მიხედვით
- კრისტალის ბრენდირებული ჰიგიენური საშუალებებით ოთახების გაწყობა
- სტუმრებთან ანგარიშსწორება და ოთახების ჩაბარება
- ბინაში განთავსებული ავეჯის, ტექნიკის და ინვენტარის დაცულობის გარანტია (დაკარგვის ან დაზიანებისგან)
აპარტამენტის რემონტში შედის:
- იატაკი - მოჭიმული და გამზადებული პარკეტის დასაგებად
- სანტექნიკა - მილები დამონტაჟებულია და მიყვანილია საბოლოო მოხმარების წერტილამდე
- ბინის გარე პერიმეტრი ამოშენებულია 20 სმ-იანი პემზა ბლოკის და მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოს ფილებით
- ბინის შიდა გამყოფი ტიხრები შესრულებულია თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით და შევსებულია ხმის საიზოლაციო მასალით
- შიდა ტიხრები - ეწყობა მომხმარებლის ინდივიდუალური გეგმარების მიხედვით
- ჭერის სიმაღლე - 285 სმ
- კომუნიკაციები - ბინა მთლიანად დაქსელილი (ელექტრობა, ტელევიზია, ინტერნეტი, შიდა სატელეფონო ქსელი)
- გათბობის სისტემა - სექციური რადიატორები და პირსახოცების საშრობი აბაზანაში
- კომბინირებული ქვაბი - ინდივიდუალური მაღალეფექტური წყლის ბოილერი და გათბობის ქვაბი
- იატაკი - 12 მმ-იანი ლამინირებული იატაკი ნატურალური ხის ეფექტით
- სველი წერტილი - მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ფილებით
- სანტექნიკა - მინის დუშ-კაბინა, ხელსაბანი, უნიტაზი დამონტაჟებული
- ოთახებს შორის გამავალი შიდა MDF-ის კარები დამონტაჟებული
- ელექტრობა - ჭაღები და სანათი მოწყობილობები დამონტაჟებული ოთახებში, სააბაზანოში და აივნებზე. შტეფსელები და ჩამრთველები ჩაყენებული
- კოსმეტიკური რემონტი - ჭერები და კედლები მოპირკეთებული
- სამზარეულო - სამზარეულოს ავეჯი ჩაშენებული
აპარტამენტის გაწყობაში შედის:
- საძინებლის ავეჯი - 2 ადგილიანი საწოლი მატრასით და 2 ტუმბოთი, გარდერობი
- მისაღები ოთახის ავეჯი - რბილი ავეჯი, ჟურნალის მაგიდა, ტელევიზორის სადგამი, შემოსასვლელში საგარეო ტანსაცმლის საკიდი
- საოჯახო ტექნიკა - ტელევიზორები მისაღებსა და საძინებელში, ელექტროჩაიდანი, მაცივარი, თმის ფენი, ტელეფონის აპარატი, ელექტრო სეიფი
- ტექსტილი - დღის და ღამის ფარდები, მატრასის დამცავი პირი, საბანი, ბალიშები, ლოგინის გადასაფარებელი (აპარტამენტის მართვაში გადმოცემის შემთხვევაში ოთახი გაქირავდება კრისტალის თეთრეულით და პირსახოცებით)
- აბაზანის აქსესუარები - პირსახოცების თარო, პირსახოცების თარო და საკიდი, გამადიდებელი სარკე, ჯაგრისი, სასაპნე
- სხვა აქსესუარები - უთო და საუთოო დაზგა, ტანსაცმლის საკიდები, კერამიკის და მინის ჭურჭელი