კრისტალ ჯგუფის პროექტი "პარკ ჰოტელი" პრემიუმ კლასის სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ბაკურიანში, კრისტალის საკურორტო ზონაში, უშუალოდ კრისტალ პარკის მიმდებარედ შენდება.

კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში სრულდება. ხოლო გარემონტებული და ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და ყველა სასტუმრო აქსესუარით გაწყობილი აპარტამენტები 2026 წლის ივნისის თვეში ბარდება. სულ პროექტი 5 სართულიანია. დაინტერესების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ 25-დან 66 კვ.მ.-მდე  სტუდიო, ერთ საძინებლიანი და ორ საძინებლიანი ტიპის ბინები.

შენობა აღჭურვილია OTIS-ის წარმოების ლიფტებით, ალუმინის კარ-ფანჯრით, სასტუმრო რესეფშენით, სამეთვალყურეო ვიდეო სისტემითა და ა.შ.

კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა:

  • სპა ცენტრი საცურაო აუზით და ფინური საუნით;
  • სატრენაჟორო დარბაზი;
  • რესტორანი და ლობი.

აპარტამენტების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 10-20%-იანი ფასდაკლებით კრისტალის საკურორტო ზონის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს:

  • საბაგიროებსა და სათხილამურო ტრასებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემით, რომელთა საერთო სიგრძე 8 კმ-ს აღემატება და დაკავშირებულია კოხტა-მიტარბის საბაგიროსთან;
  • სპა ცენტრებს აუზებით, საუნებით, ფიტნეს დარბაზებით, თურქული ჰამამით, ორთქლის საუნით და სხეულის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურებით;
  • ყინულის მოედანს;
  • კაფე-რესტორნებს;
  • საბავშვო ატრაქციონებს.

ტერიტორიას აკრავს ტყე-პარკი საფეხმავლო განათებული ბილიკებით, სპორტული მოედნითა და მოსასვენებელი ზონებით.

კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე და აპარტამენტების გაქირავებაზე ზრუნავს კრისტალ ჯგუფი.

გადმოწერე კატალოგი

კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ  ვიდეო-რგოლით.

 

სერვისები და ინფრასტრუქტურა