Crystal Loft A Block კიდევ ერთი დასრულებული პროექტია, რომელიც კრისტალის საკურორტო ზონაში მდებარეობს.
მშენებლობა 2023 წლის მაისში ჩაბარდა და კომპლექსი უკვე ფუნქციონირებს.
სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი 75 აპარტამენტით არის დაკომპლექტებული და მათი კვადრატულობა 31 – 75 კვ.მ.-მდეა: სტუდიო, ერთ საძინებლიანი და 2 საძინებლიანი.
მშენებლობაზე გამოყენებულილა მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალები: OTIS-ის წარმოების ლიფტი, REHAU-ს წარმოების კარ-ფანჯარა, სახანძრო უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები და სხვ.
შენობის შიდა ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმრო მიმღები და ჰოლი, ლობი ბარი, სათხილამურო აღჭურვილობის საცავი.
კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე და აპარტამენტების გაქირავებაზე ზრუნავს კრისტალის მენეჯმენტ ჯგუფი.
აპარტამენტების მფლობელებს განსაკუთრებული პირობები აქვთ კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურით სარგებლობისას რომელიც მოიცავს:
საბაგიროებს და სათხილამურო ტრასებს;
ყინულის საციგურაო მოედანს;
რესტორნებს და კაფე-ბარებს;
სპა ცენტრებს და აუზებს.
კრისტალის საკურორტო ზონის ინფრასტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვიდეო-რგოლით.