''ქართული გემო''- ახალი კვების ობიექტი ბაკურიანში

წელს კრისტალ ბაკურიანს ზამთრის კურორტის მოყვარულთათვის ბევრი სასიამოვნო სიახლე აქვს.                                                                                                სამთო-სათხილამურო კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს შორის და მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. 2019 წლის დეკემბრიდან კი კრისტალ პარკში სხვა სერვისებთან ერთად დამსვენებლები ახალი საკვები ობიექტით ''ქართული გემოთი'' ისარგებლებენ, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული და გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდება. რესტორანი არამხოლოდ კერძების მრავალფეროვნებით, არამედ დამახასიათებელი ვიზუალითაც გამოირჩევა, სადაც ოჯახთან ერთად დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ განტვირთვასა და ახალი გემოების აღმოჩენას.