კრისტალ ტობოგანი
15 აგვისტოს, კრისტალის საკურორტო ზონაში, ზღვის დონიდან 2369 მეტრზე, ახალი ატრაქციონი – ტობოგანი გაიხსნა! ტობოგანი (ანუ მთის ციგა), რომელიც 1500 მეტრი სიგრძისაა და სპეციალურად შექმნილ მარშრუტზე მოძრაობს. იგი დამსვენებლებს გარდა ექსტემალური შეგრძნებებისა საშუალებას აძლევს დატკბნენ ბაკურიანის ულამაზესი პანორამული პეიზაჟებით, რაც ამ გამოცდილებას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. ტობოგანი მდებარეობს მეორე საბაგიროს ზედა სადგურის თავზე ზღვის დონიდან […]
საბაგიროს მეორე ხაზის გახსნა
წელსაც კრისტალ ჯგუფმა ტრადიციულად ბევრი სიახლით გაახარა თავისი დამსვენებლები. ოფიციალურად გაიხსნა კრისტალის საბაგიროს მეორე ხაზი, რომელიც პირველი საბაგიროს ზედა სადგურიდან იწყება და 2302 მეტრ სიმაღლეზე აჰყავს მოთხილამურეები. ასევე კრისტალ ჯგუფის მიერ განახლდა ტატრაპომას სათხილამურო ტრასა. დაგრძელდა და დაკავშირდა კრისტალისა და მიტარბის საბაგიროები, რისი საშუალებითაც მარტივად მოხვდებით როგორც კოხტაზე, ისე ტატრასა და მიტარბის სასრიალო ტრასებზე. სწორედ […]
ახალი კაფე კრისტალის საკურორტო ზონაში Cafe SkyLine
პირველ და მეორე საბაგიროს სადგურებს შორის, ზღვის დონიდან 2056 მეტრზე, გაიხსნა და პირველ სტუმრებს მასპინძლობს კაფე “სქაილაინი”. ეს არის კიდევ ერთი გამორჩეული გასტრონომიული გამოცდილება, სადაც ქართული კულინარიული ტრადიციები ერწყმის ევროპულ თანამედროვე გემოებს. კაფე სქაილაინიდან ბაკურიანის ბუნების უმშვენიერესი ხედები იშლება, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს დამსვენებლებზე და განტვირთვის დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ხელოვნური გათოვლიანების სისტემა კრისტალის ტრასებზე
კრისტალის საკურორტო ზონის სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კმ-ს აღემატება. აქ არის სხვადასხვა სირთულის ტრასები, როგორც პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის, ასევე დამწყებთათვის. პირველი – გონდოლებიანი საბაგირო ხაზი ზღვის დონიდან 2056 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ, მეორე – სავარძლებიანი საბაგიროს ზედა სადგური კი 2302 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვისთვის „კრისტალ ჯგუფმა“ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. დაგეგმეთ დასვენების […]