ჩვენ შესახებ

დეველოპერული კომპანია „კრისტალ ჯგუფი“ 2008 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში და ადგილობრივ ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს.

ჩვენი გზა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო – სტუმრის გამოცდილებაზე ზრუნვით, სერვისის სტანდარტის შექმნითა და მართვის სისტემების ოპტიმიზაციით. სწორედ ამ წარმატებულმა პრაქტიკამ გადაგვიყვანა განვითარების ახალ ეტაპზე და საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და კომპლექსურ მართვას.

დღეს „კრისტალი“ წარმოდგენილია ერთიანი კონცეფციით – ყველაფერი ერთ სივრცეში. ასე ჩამოყალიბდა „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში: ადგილი, სადაც პრემიუმ დასვენება, სპორტი, გართობა, კომფორტი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ერთ მთლიან ეკოსისტემად არის შეკრული როგორც სტუმრებისთვის, ისე აპარტამენტის მესაკუთრეებისთვის.

  • საკურორტო ზონა მოიცავს:

    • აპარტამენტების მრავალფეროვან არჩევანს – 700-ზე მეტი აპარტამენტი და მიმდინარე ახალი მშენებლობები;
    • სასტუმრო ინფრასტრუქტურას – 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და მაღალი სტანდარტის სერვისებს;
    • რესტორნებსა და გასტრონომიულ სივრცეებს – მაღალი კატეგორიის, სხვადასხვა კონცეფციის 4 ობიექტს;
    • კრისტალ პარკს – ბაკურიანში გამორჩეულ რეკრეაციულ ლოკაციას დასვენებისა და ოჯახური აქტივობებისთვის;
    • საერთაშორისო სტანდარტების სასრიალო ტრასებს ხელოვნური გათოვლიანების სისტემითა და ღამის სრიალის შესაძლებლობით;
    • საბაგიროების ქსელს, რომელიც საკურორტო ზონის მთავარ ტრასებსა, კოხტა-მიტარბისა და ტატრაპომას სასრიალო არეალებს ერთმანეთთან აკავშირებს და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას;
    • სათხილამურო ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებს – სპორტული დასვენების სრულ გამოცდილებას ერთ სივრცეში;
    • ოთხივე სეზონზე გათვლილ ატრაქციებსა და გასართობ სივრცეებს, მათ შორისაა ტობოგანი (მთის ციგა), ყინულის მოედანი, ატრაქციონთა პარკი და სხვა

Get In Touch

შეგვეხმიანეთ

Ge En